|
ერისთავის იურიდიული ჯგუფი კორპორაციულ კლიენტებს მომსახურების განსაკუთრებულ ტარიფებს სთავაზობს.
ჩვენს მიერ შემუშავებული სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია შემუშავდეს კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებული, ინდივიდუალური პაკეტი.
კომპანიის მიერ შემუშავდა შეთავაზების რამდენიმე პაკეტი: სტანდარტი, სპეციალური, ულიმიტო და VIP.
სტანდარტ პაკეტი
იურიდიული მომსახურება სამართლის ყველა სფეროში.
მომსახურება მოიცავს ყოველდღიურ საქმიანობაში სამართლებრივ მხარდაჭერას, კერძოდ:
- პირველადი იურიდიული დახმარება ნებისმირი დავის ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში;
- ხელშეკრულებების მომზადება: ქირავნობის, შრომითი, ნასყიდობის, შესყიდვების, სარეკლამო მომსახურების და ნარდობის ხელშეკრულებები;
- მესამე პირებთან ურთიერთობებში სამართლებრივი დახმარება;
- კომპანიაზე მასალების ელექტრონულად მოწოდების ან ინფორმაციის სხვა ფორმით კომპანიაზე გადაცემის შემდეგ, კომპანია უზრუნვეყოფს სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადებას და კლიენტისთვის მიწოდებას. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაზე კლიენტი მიიღებს დეტალურ (თემატურ) ახსნა–განმარტებებს ამა თუ იმ კონკრეტული სამართლებრივი დასკვნის თაობაზე;
- რჩევები და კონსულტაცია საგადასახადო სამართლის საკითხებზე. პირველადი დოკუმენტების სამართლებრივი რევიზია;
- კონსულტაცია საბაჟო სამართლის საკითხებზე;
- იურიდიული პირის დაფუძნება, კრების ოქმების შედგენა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შიდა დებულებების შესწავლა და კორექტირება.
სპეციალური პაკეტი
მოიცავს სტანდარტ პაკეტით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებას და
სხვა მნიშვნელოვან იურიდიულ მომსახურებებს, კერძოდ:
1. პირადი ადვოკატის წარმომადგენლობა:
- ასაერთო სასამართლოებში;
- ადმინისტრაციულ წარმოებაში და
ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში;
- საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში და
ადმინისტრაციულ წარმოებაში;
- კერძო არბიტრაჟში;
- მესამე პირებთან ურთიერთობაში.
ერთი წლის განმავლობაში, 10 სამოქალაქო საქმე დავის საგნის საერთო ღირებულებით - ერთი მილიონი აშშ დოლარი; 5 ადმინისტრაციული საქმე; 5 საგადასახადო საქმე; 10 საარბიტრაჟო საქმე დავის საგნის საერთო ღირებულებით ერთი მილიონი აშშ დოლარი.
2. იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით;
3. იურიდიული მომსახურება გადაზიდვებთან და
სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით;
ერისთავის იურიდიულ ჯგუფში სახელმწიფო შესყიდვებთან, გადაზიდვებთან და
სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებულ მიმართულებებს ერისთავის იურიდიული ჯგუფის ერთ–ერთი პარტნიორი, მეცნიერებათა მაგისტრი, საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტის (შვედეთი, მალმო) კურსდამთავრებული რევაზ ბერიძე ხელმძღვანელობს.
4. იურიდიული დოკუმენტაციის შექმნა;
5. ყველა სახის ხელშეკრულებისა და
შეთახმების მომზადება;
6. იურიდიული მომსახურეობა სანებართვო და
სალიცენზიო ურთიერთობებთან დაკავშირებით;
7. იურიდიული პირების რეგისტრაცია (რეზიდენტი და
არარეზიდენტი პირებისათვის);
8. იურიდიული პირისთვის ნებისმიერი შიდა დოკუმენტაციის მომზადება და
ანალიზი;
9. ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და
რეგისტრაცია.
ულიმიტო პაკეტი
ულიმიტო მომსახურება მოიცავს, ყველა სახის იურიდიულ მომსახურებას, რასაც ~ერისთავის იურიდიული ჯგუფი” ახორციელებს, კერძოდ:
1. ულიმიტო მომსახურება სამართლის ყველა დარგში, მათ შორის საერთაშორისო სამართლის სფეროში;
2. კორპორაციული იურისტი, რომელიც საქმიანობას განახორციელებს უშუალოდ კომპანიაში;
ულიმიტო პაკეტი მოიცავს ერისთავის იურიდიული ჯგუფის საქმიანობის სფეროებს, რომელშიც კომპანიას მუშაობის დიდი გამოცდილება და ცოდნა გააჩნია.
VIP პაკეტი
VIP პაკეტით კლიენტი იღებს ყველაზე სრულ და მოცულობით მომსახურებას. VIP პაკეტი მოიცავს ერისთავის იურიდიული ჯგუფისა და HBSS-ის ერთობლივ მომსახურებას სამართლის ყველა დარგში.
VIP პაკეტის ფარგლებში, გთავაზობთ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ მომსახურებას – კრიზისის მართვას. ეს არის თქვენი უნიკალური შანსი ერთი ნაბიჯით გაუსწროთ ყველას და რთულ ეკონომიკურ პერიოდში მომზადებულები შეხვდეთ კომპლექსურ გამოწვევებს.
გამოიყენეთ კრიზისი თქვენს სასარგებლოდ, ეს საუკეთესო დროა ამისათვის.
|